ჩვენი თანამედროვეობა
რომ
გლობალიზაციის
ორომტრიალშია
ჩართული
ამაზე
არავინ
დაობს.
ფაქტია
სახეზე. პროცესი, რომელიც
ერთმანეთთან
აკავშირებს
და
ერებს
აცნობს
სხვადასხვა
ხალხთა
განვითარებისათვის
უმნიშვნელოვანეს
სფეროებს,
ეკონომიკას,
პოლიტიკას,
ხელოვნებას
სულ
უფროდაუფრო
მძლავრი
ხდება.
ვიწრო გაგებით
მხატვრული
ლიტერატურა სწორედ რომ
აქვე
ნახსენები ხელოვნების
ერთერთი
წამყვანი
დარგია,
ბელეტრისტიკის თარგმანები
და
ზოგადად, ამ სახის
მთარგმნელობითი
ურთიერთობები
კი
არსებითია
ისეთი
პატარა
ერების
კულტურული
განვითარებისა
და
მსოფლიო
ასპარეზზე
გამოსასვლელად,
როგორიც
ჩვენ
ვართ. ეს მარტივი
ჭეშმარიტებაა.
აი,
იმის
დალაგება
და
თეორიულ
ჩარჩოებში
მოქცევა
თუ
როგორ,
რა ხელშეწყობითა
და
ხარისხით
ვაკეთებთ
ამას
უკვე
სიმარტივეს
აღარ
წარმოადგენს,
ამ
მხრივ
მთარგმენელებისა
და
საკითხით
დაინტერესებული
პირების
მიერ
დიდი
შრომაა გაწეული. ნაშრომების
ძირითადი
ნაწილი
გერმანულიდან
ქართულად
ნათარგმნ
ლიტერატურას
უწევს
ქრონოლოგიურ
სისტემატიზაციას,
აი,
ქართულენოვანი
ლიტერატურის
გერმანულად
თარგმანებზე
სტატიების
ნაკლებობა
კი
ნამდვილადაა
თვალში
საცემი.
რატომაა მაინცდამაინც ლიტერატურული თარგმანების შესწავლა ასეთი მნიშვნელოვანი? შეკითხვაზე დაფიქრება ნამდვილად ღირს და მასზე პასუხის გასაცემად ცოტა სიღრმეში ჩასვლა მოგვიწევს, რაც უპირველესად მხატვრული ტექსტების თარგმანის რაობის დადგენას გულისხმობს.
მოკლე,
მარტივ, გასაგებ ენაზე ნათქვამი განმარტებით, “თარგმნა ნიშნავს, მოახდინო ამოსავალ ენაზე შექმნილი
ტექსტის ხელახალი ფორმულირება მიზანი ენის მატარებელი ადრესატებისათვის”. (უ. კაუცი.
“წერილობითი და ზეპირი თარგმანის დიდაქტიკა”. 2006. გვ. 23).
თარგმანი კაცობრიობის განვითარების მთავარი მამოძრავებელი ძალაა, სხვადასხვა კულტურათა ურთიერთობის განმსაზღვრელია. “ის ბევრად უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ტექსტების ერთი ენიდან მეორეზე გადატანის საშუალება; ეს არის თვით ხელოვნება და შემოქმედებითი აქტი. თარგმანი არის ნებისმიერი ენისა და კულტურის მუდმივად გამდიდრების საშუალება, თუმცა ის ასევე გვახსენებს, რომ არცერთი კულტურა და ენა არ არის დახურული ერთეული.” (ნადეჟდა რადოულოვა, დიანა
იოსიფოვა, “ქართული
ენიდან 1991 წლიდან მიმდინარე მთარგმნელობითი პროცესის მიმოხილვა” 2014წ. ერევანი,
გვ. 18).
ლიტერატურული
ტექსტების მთარგმნელი არის ბიკულტურული სპეციალისტი, რომელსაც ტრანსლატოლოგიური კომპეტენციის
გარდა შესაბამისი ნიჭი და ოსტატობა საშუალებას აძლევს ამოსავალ
ენაზე/ წყარო კულტურაზე გაიგოს ტექსტი , მიზან ენაზე გადაიტანოს და შექმნას ისეთი ადეკვატი,
რომელშიც გათვალისწინებული იქნება როგორც ავტორი, ასევე მიმღები. ეს ყველაფერი ცხადია
ისე უნდა გააკეთოს, რომ შექმნილი ტექსტი ადრესატთა მოლოდინისა და სულიერი მოთხოვნილების
შესაბამისი იყოს.
ბელეტრისტიკის თარგმანთან დაკავშირებით სავსებით მართებულია
ც. ნორდის შენიშვნა: “ლიტერატურული პროზა შუა წერტილია დოკუმენტურ და ინსტრუმენტალურ
თარგმანს შორის. ერთ მხრივ უნდა შენარჩუნდეს (მიზანი ტექსტის მკითხველისათვის “ეგზოტიკური”)
გარემო (და ამით უნდა შეიქმნას კულტურათა შორის
დისტანცია შინაარსის დონეზე) მეორე მხრივ კი უნდა მოხდეს ორიგინალის სტილისტური მახასიათებლების
გადმოტანა და მორგება მიზანი ენისა და ლიტერატურისათვის სტილისტური ნორმებისა და ასევე
ორიგინალის კონვენციის სრული დაცვით. (ამით მთარგმნელი შეძლებს თავი აარიდოს კულტურათა
შორის დისტანციას ფორმის დოეზე)”. (ც. ნორდი. 1993. გვ.25)
მოლოდინი, რომელიც ზოგადად ტექსტს უკავშირდება არის ისტორიითა და
კულტურით განპირობებული და შესაბამისად ერთმანეთისაგან განსხვავებული. მაგ.: ევროპაში
დიდი ხნის განმავლობაში ლიტერატურული ტექსტების თარგმნისას არა მარტო სასურველი, არამედ
წესიც კი იყო: მთარგმნელს ისე უნდა შეეცვალა თარგმანი, როგორც შინაარსით ისე ფორმით,
რომ ორიგინალის ავტორი იმაზე უკეთესი “გამოჩენილიყო” ვიდრე იყო. “არ გადმოიტანოთ ორიგინალის მაღალფარდოვანი, გადატვირთული
გამონათქვამები... თუ ორიგინალში შინაარსობრივ შეცდომას ნახავთ, შეცვალეთ... ხანდახან
პროტოგონისტები გაუაზრებლად მოქმედებენ და ბუნდოვანია მათი გრძნობებიც. მთარგმნელს
ამის შეცვლაც კი შეუძლია ისე, რომ ლოგიკური სურათი შექმნას მიმღებ ენაზე. ტრანსლატორი
ვალებულიც კია თავისუფლად თარგმნოს...” (სმიტ. ვ. კლონ-ბეილ ც. : სხვა სიტყვებით რომ
ვთქვათ...ჰუბერი, 1989, გვ.133)
ამდენად, ბეწვის ხიდზე მოსიარულეა მხატვრული ლიტერატურის
მთარგმნელი, რადგან ენები თითქმის ყველა შრეზე
განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. თეორიების ჩამოყალიბება, ზოგადად, ჰუმანიტარულ მეცნიერებებში მარტივ საქმეს ნამდვილად
არ წარმოადგენს , განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ლიტერატურული ურთიერთობების დონემდე
დადის, აქ საქმე ხომ სხვადასვა საზოგადოებას, კულტურას, ინტერესებისა და მიზნების მქონე
ინდივდებს ეხება.
ჩვენ მიერ ჩატარებულმა პატარა კვლევამ აჩვენა, რომ ჩვენი ლიტერატურის მნიშვნელოვანი ძეგლები,
ქართველთა ცხოვრების, ტრადიციების, ხასიათის ამსახველი ძირითადი მასალა მილიონობით
გერმანულენოვანი მკითხველისათვის ხელმისაწვდომია, ისინი იცნობენ ტარიელს, გრიგოლ ხანძთელს,
ჯინსების მთელ თაობას, აიეტს და მის ოქროს საწმისს, ვაჟა-ფშაველს... თარგმანების ძირითადი ნაწილი პოსტკოლონიურ ეპოქაში
(საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდგომი პერიოდი) გამოიცა და კოლონიურ ეპოქაში დაბადებული
და იმცხოვრებაგამოვლილი მთარგმნელების დიდი შრომის შედეგად შესრულდა და დაიბეჭდა ძირითადად გერმანულ გამომცემლობებში.
http://www.gpba.ge / საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია/
http://book.gov.ge / ქართული წიგნისა და ლიტერატურის ხელშეწყობის პროგრამა/

Keine Kommentare:
Kommentar veröffentlichen