ზეპირი და წერილობითი
თარგმანი არაერთ თეორიაში
განიხილება კაცობრიობის განვითრების მნიშვნელოვან მამოძრავებელ
ძალად. შესაბამისად, გასაკვირი
არცაა, რომ ბოლო
ათწლეულების განმავლობაში ტრანსლატოლოგიის ისტორია პუბლიკაციების ერთ-ერთ მთავარ თემად იქცა.
მათი ნაწილი განკუთვნილია არა მარტო მეცნიერებისა
და უშუალოდ ლინგვისტებისათვის, არამედ ზოგადად კულტურულ-ისტორიულად საკითხით დაინტერესებული
პირებისათვის.
მეცნიერულ თუ არასამეცნიერო წრეებში ხშირადაა საუბარი ტრანსლატოლოგიაზე როგორც “არაზუსტ” და “უკონტურო” მეცნიერებაზე. ეს
კი, თავის მხრივ,
ავტომატურად, მთარგმნელებისა და თარჯიმნების ნახევრად სისტემურ
პროფესიონალიზმს გულისხმობს. წინამდებარე
სტატიით სწორედ ამ საჭირბოროტო საკითხს ვეხებით, კვლევის მიზანია: გასცეს შეკითხვას პასუხი, შესაძლებელია თუ არა თარგმნის
სწავლება. თუ კი _ მაშინ რა დონეზე და როგორ
უნდა ისწავლო და ასწავლო თარგმანი,
რათა შენ, როგორც მთარგმნელმა, მიაღწიო კომპეტენციის უმაღლეს დონეს.
რაიმის სწავლება შესაძლებელია შესაბამისი თეორიული კონცეფციების
კარგად ცოდნის საფუძველზე _
და ეს სიახლეს არ წარმოადგენს. არსებობს თარგმანის
დიდაქტიკაც _ მიმართულება რომელიც უშუალოდ
თარგმანის სწავლებას შეისწავლის და ამ სფეროთი საგნის ბევრი მკვლევარია დაინტერესებული, თუმცა არა საქართველოში.
თარგმანის დიდაქტიკა ჩვენში, ნოვატორული
მიმდინარეობაა და ერთგვარ სიახლეს წარმოადგენს, მიუდგე რა
საკითხს დიდაქტიუკური კუთხით.
თარგმანი თავისი არსით ისეთი პროცესია, რომელიც დიდ
სიფრთხილეს საჭიროებს, ზედმეტი ან კონკრეტულ სიტუაციაში არასათანადო ტრანსლატოლოგიური
დოგმები ხშირ შემთხვევაში მარწუხებივით ეჭირება მთარგმნელს. თარგმანის დროს თამაშში ხომ ადამიანები შემოდიან, რომელთა
ქმედების და აზროვნების წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელია. ენები კი, რომლებსაც გადამწყვეტი
მნიშვნელობა აქვთ _როგორც “კაცობრიობის უმნიშვნელოვანეს ქმნილებას” _ დღესაც კი აუხსნელ
და ბოლომდე გამოუკვლეველ ფენომენებად რჩებიან, მითუმეტეს არალინგვისტი ადამიანებისათვის. ეს
საქმს, ცხადია, ართულებს და ამ მხრივ, ბევრი სამუშაოცაა.
ჩნდება შეკითხვა: მაშ რას შეისწავლის თარგმანის დიდაქტიკა
და როგორ აღწევს ის თავის მიზანს. ილუზია იქნებოდა
ჩვენის მხრიდან იმის მტკიცება, თითქოსდა დიდაქტიკას თარგმანის სწავლებისათვის უნივერსალური
“რეცეპტები” ჰქონდეს რაღაც კომპიუტერული პროგრამების მსგავსი, რომელსაც ნაბიჯ-ნაბიჯ
დაამუშავებ და შესაბამისად სასურველ შედეგსაც მიაღწევ.
თარგმანთმცოდნეობისა და თარჯიმანთმცოდნეობის დიდაქტიკის _ როგორც “გამოყენებითი ტრანსლატოლოგიის” _ ძირითადი
ამოცანაა მოხდეს ტრანსლატოლოგიური კვლევების გაანალიზება. “ჩაუღრმავდე და გაიაზრო ის,
რასაც წერილობითი და ზეპირი თარგმანი ჰქვია და მოჰკიდო მთარგმნელის ერთობ საპასხისმგებლო
საქმიანობას ხელი, მხოლოდ მეთოდოლოგიუი ცოდნის საფუზველზეა შესაძლებელი. მეთოდები და
სტრატეგიები კი თეორიულ კონცეფციაში იმალება. (ამან. მ. კომუნიკაცია, წერილობითი და
ზეპირი თარგმანი დღეს. შესავალი სტუდენტებისათვის. მაინის ფრანკფურტი (გამომცემლობა
ინტერკულტურული კომუნიკაციებისათვის IKO) 1995. გვ. 18). სწორედ ამ მეთოდებისა და სტრატეგიების
ეფექტური სწავლება წარმოადგენს დიდაქტიკოსთა ამოცანას აღნიშნულ სფეროში.
ასე რომ საკითხი ნათლად ჩამოყალიბებული და გარკვეულია, თარგმანის
დიდაქტიკა განაპირობებს სწორედ იმას, რომ სრულიად გააზრებულად მოჰიკიდო ხელი აღნიშულ
სამიქნობას. ნებისმიერ სფეროში წარმატება მხოლოდდამხოლოდ იმ შემთხვევაშია გარანტირებული
თუ ადამიანს სათანადოდ აქვს იმ საკითხის სირთულე
შეგნებული, როელსაც ხელს ჰკიდებს და გათვალისწინებული
თავისი შესაძლებლობები.
თუ კარგად არ გაქვს გააზრებული
რამხელა საქმისათვის აპირებ ხელის მოკიდვას მთარგმნელი, ღირებულს ვერაფერს შექმნი და
გაფლანგული დროის მეტი არაფერი შეგრჩება საბოლოოდ ხელში. ასე რომ არ მოხდეს თარგმანის
დიდაქტიას სერიოზულად უნდა მიეხედოს და სათანადო ყურადღება მიექცეს. უნდა შეიქმნას
უშუალოდ ქართულ მაგალითებზე მორგებული თარგმანის დიდაქტიკური მოდელები. ესენი კი თავისით არ მოვა და ამ მხრივ უცხოური მიღწევების გათვალისწინებას,
ჩვენს საზოგადოებასა და ენობრივ სამყაროზე მორგებასა და აქ დანერგვას არსებითი მნიშვნელობა აქვს. მოკლედ, ჩვენში ამ კუთხით
დიდი შრომაა გასაწევი_ შრომა,
რომელიც დაფასდება, რომელიც ჰაერივითაა საჭირო, ჩვენთვის, როგორც მცირერიცხოვანი ერისთვის,
რომლის ყოველდღიურობა სავსეა თარგმანით. ეს
პროცესი ხან გააზრებული და სისტემურია და ხანაც გაუაზრებლად ხდება ადამიანის ტვინში.
თუ ჩვენ, საზოგადოებას,
მაღალ დონეზე შესრულებული თარგმანები გვჭირდება ნებისმიერ სფეროში, და არა მდარე, უთავბოლო,
ტექსტები, როგორებიც დღეს, სმწუხაროდ ხშირად გვხვდება ლიტერეატურულ, იურიდიულ თუ სხვა
სფეროებში, საჭიროა პროფესიონალი მთარგმნელი,
რომელიც, ცხადია, ციდან თავისით არ ჩამოვარდება. ტრანსლატორმა უნდა გაიაროს შესაბამისი
სკოლა და უნდა შესწევდეს უნარი დაასაბუთოს
და ახსნას რატომ თარგმნა ეს ასე და არა სხვაგვარად, თერიული წარმოდგენა უნდა ჰქონდეს
საკუთარ საქმიანობაზე და “ბრმად” არ გადმოიტანოს მასალა ერთი ენიდან მეორეზე. თარგმანის
სწავლება და თან კარგად სწავლება რომ შესაძლებელია , ეს უცხაოურმა გამოცდილებამ (საკმაოიდ
ძლიერია რუსული მთარგმნელობითი სკოლა და ეს სწორედ რომ თარგმანის შედეგზე ორიენტირებულმა
ტრანსლაციის დიდაქტიკურმა სკოლებმა მოიტანეს) კარგად აჩვენა.
და ბოლოს, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, უნივერსალურობა და სისტემურობა თარგმანთმცოდნეობას სწორედა
თარგმანის დიდაქტიკის წყალობით უდევს ცხვირწინ და მომავალში თუ ამ კუთხით დაიწყება და განვითარდება ჩვენში კვლევები
სახეზე გვექნება საკმაოდ მტკიცე საფუძველზე მდგარი მეცნიერება, ყველა კრიტერიუმის დაცვითა
და გათვალისწინებით. ეს ყველაფერი კი თავის მხრივ მოგვცემს ისეთ ტექსტებს,
რომლებითაც არ მოვატყუებთ მიმღებ კულტურას, რომლებსაც სიამოვნებით აიღებს მკითხველი
ხელში , რიმლებსაც არ დააბრუნებენ სახელმწიფო უწყებები უკან შენიშვნით: ”გაუგებარია”,
”არასათანადოა”, რომელებითაც არ ჩაიშლება მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები და რომლებითაც
არ დავაზარალებთ დამკვეთს.
გამოყენებული ლიტერატურა :
·
ამან. მ. კომუნიკაცია,
წერილობითი და ზეპირი თარგმანი დღეს. შესავალი სტუდენტებისათვის. მაინის ფრანკფურტი
(გამომცემლობა ინტერკულტურული კომუნიკაციებისათვის IKO 1995.
·
დრეშერი,
ჰ. ვ.: ტრანსფერი. წერილობითი თარგმანი-ზეპირი თარგმანი-ინტერკულტურალობა. მაინის ფრანკფურტი.
(ლანგი) 1997.
·
გაბროვსკი,
ნ. კ. :თარგმანი, როგორც ლინგვისტური პრობლემა. მოსკოვი (განათლება) 1982.
კაუცი, უ.: წერილობითი და ზეპირი თარგმანის
დიდაქტიკა. ჰაიდელბერგი.
ჰაიდელბერგი (გროსი) 2006

Keine Kommentare:
Kommentar veröffentlichen