ჩვენი თანამედროვეობა
რომ
გლობალიზაციის
ორომტრიალშია
ჩართული
ამაზე
არავინ
დაობს.
ფაქტია
სახეზე. პროცესი, რომელიც
ერთმანეთთან
აკავშირებს
და
ერებს
აცნობს
სხვადასხვა
ხალხთა
განვითარებისათვის
უმნიშვნელოვანეს
სფეროებს,
ეკონომიკას,
პოლიტიკას,
ხელოვნებას
სულ
უფროდაუფრო
მძლავრი
ხდება.
ვიწრო გაგებით
მხატვრული
ლიტერატურა სწორედ რომ
აქვე
ნახსენები ხელოვნების
ერთერთი
წამყვანი
დარგია,
ბელეტრისტიკის თარგმანები
და
ზოგადად, ამ სახის
მთარგმნელობითი
ურთიერთობები
კი
არსებითია
ისეთი
პატარა
ერების
კულტურული
განვითარებისა
და
მსოფლიო
ასპარეზზე
გამოსასვლელად,
როგორიც
ჩვენ
ვართ. ეს მარტივი
ჭეშმარიტებაა.
აი,
იმის
დალაგება
და
თეორიულ
ჩარჩოებში
მოქცევა
თუ
როგორ,
რა ხელშეწყობითა
და
ხარისხით
ვაკეთებთ
ამას
უკვე
სიმარტივეს
აღარ
წარმოადგენს,
ამ
მხრივ
მთარგმენელებისა
და
საკითხით
დაინტერესებული
პირების
მიერ
დიდი
შრომაა გაწეული. ნაშრომების
ძირითადი
ნაწილი
გერმანულიდან
ქართულად
ნათარგმნ
ლიტერატურას
უწევს
ქრონოლოგიურ
სისტემატიზაციას,
აი,
ქართულენოვანი
ლიტერატურის
გერმანულად
თარგმანებზე
სტატიების
ნაკლებობა
კი
ნამდვილადაა
თვალში
საცემი.

